თქვენ ჯერ კიდევ ორი თითით ბეჭდავთ? თქვენ ყოველ დაჭერაზე კლავიატურაზე დახედვა გჭირდებათ?
ჩვენი ბრმად ბეჭდვის სტუდია არის უფასო, მოსახერხებელი სასწავლო ვებსაიტი, შექმნილი იმისათვის, რომ შეისწავლოთ ბრმად, კლავიატურაზე დაუხედავად ბეჭდვა და დახვეწოთ თქვენი ჩვევები.
ბრმად ბეჭდვის ჩვევები ასევე საშუალებას მოგცემთ ბეჭდოთ ბევრად უფრო სწრაფად.
ბრმად ბეჭდვის მეთოდიკა ეფუძნება კუნთების (მოტორულ) მეხსიერებას ნაცვლად მხედველობითისა.
ამ მეთოდით ტექსტის აკრეფა გაცილებით სწრაფად ხდება, განსაკუთრებით თუ ეს ტექსტი სხვა ვიზუალური წყაროდან არის წასაკითხი. თქვენი შრომის სისწრაფისა და ეფექტურობის გაზრდასთან ერთად ბრმად ბეჭდვა ნაკლებად ღლის თვალებსაც.
ბრმად ბეჭდვის შესწავლა ხდება 15 გაკვეთილის განმავლობაში, რომელსაც მოყვება სიჩქარის ტესტები და სახალისო სავარჯიშო-თამაშები. თქვენ ძალდაუტანებლად, გადატვირთვის გარეშე შეისწავლით ბრმად ბეჭდვას და თან გექნებათ საშუალება მიადევნოთ თვალი თქვენს პროგრესს და გაერთოთ კიდეც.